კომაროვის შემოქმედებით-ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის?“

კომაროვის სკოლაში წარმატებით დასრულდა მე-7, მე-8 და მე-10 კლასებში განხორციელებული ე.წ თამაშ- გაკვეთილი, სათაურით  „რა, სად, როდის?“, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ ისტორიის პედაგოგი - დიანა არჯევანიძე. დღეს გაიმართა ფინალური შეხვედრა, რომელიც რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: გუნდის წარდგენა, მისასალმებელი სიტყვა ანუ გუნდის სახელწოდების ახსნა; 10 – წუთიანი შემოქმედებითი ტური, მინი –სცენარი (ისტორიულ თემატიკასთან დაკავშირებული); ზოგადი ხასიათის 12 სააზროვნო ლოგიკური შეკითხვა; 12 საპროგრამო ბლიც –კითხვა გუნდის კაპიტნისთვის; სააზროვნო კითხვა ე.წ. ,,შავი ყუთი’’; კარიკატურის ამოცნობა, რომელიც პირველადი წყაროა და ასევე ინტრიგის ელემენტებსაც შეიცავს.

ჟიურიმ ძალიან ობიექტურად შეაფასა მონაწილე გუნდების შედეგები. გამარჯვებული მოსწავლეებისთვის დაგეგმილია სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს და მათ პედაგოგს - დიანა არჯევანიძეს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.  


ზემოთ